1. პროექტის სახელი: როგორ გადავარჩინოთ ტყე?
2. პროექტის მოკლე აღწერა: ტყეს მოვლა, გაფრთხილება და გაშენება სჭირდება, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვიცხოვროთ და თავიდან ავიცილოთ სტიქიური საშიშროებანი.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს განემარტებათ პროექტის მიზნები და ამოცანები. ბავშვებს ვაცნობებ, რომ ტყის გაჩეხვამ და მისი უდიერად გამოყენებამ დაგვაყენა ისეთი სტიქიური საშიშროების წინაშე, როგორიცაა მეწყერი, ქარიშხალი. ტყის განადგურებამ გამოიწვია ჰაერის დაბინძურება და ამიტომ ყველა ჩვენგანის ვალია, მოვუაროთ ჩვენს ბუნებას.
ბავშვებს ვყოფ ჯგუფებად: I ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციებს, თუ რა როლი აკისრია ტყეს ჰაერის გასუფთავებაში.
მეორე ჯგუფი ინტერნეტში მოიძიებს იმფორმაციას ამ ბოლო წლებში ტყეების გაჩეხვისა
და მისგან გამოწვეული შესაძლო შედეგების შესახებ.
მესამე ჯგუფი სახელმძღვანელოში იძიებს იმფორმაციას, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს დანაგვიანებულმა ტყემ ცხოველებსა და ფრინველებს.
მეოთხე ჯგუფის დავალებაა, მოიტანონ მარადმწვანე ხეების ნერგები.
4. მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა:10 დღე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, დიალოგის წარმართვა, აქცია- ''ტყის პატარა მცველები".
7. მოსალოდნელი შედეგები: კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამშრომლობის უნარი, მასალების შეგროვება და ტყის მოვლასა და გაშენებაზე ზრუნვა, აქციის მოწყობა ''ტყის პატარა მცველები''. ბავშვები მარადმწვანე ნარგავებით სკოლის ეზოში გააშენებენ მათი სახელობის ხეივანს.
8. სარგებელი სხვებისათვის: მათ თანატოლებსაც გაუჩნდებათ სურვილი ტყის მოვლისა გაშენების . ადამიანები იცხოვრებენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
9. სამუშაო ენა: ქართული ენა.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ მყავს.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმეტყველება /მოსწავლეს უყალიბდება დამოკიდებულება საკუთარი გარემოსადმი/.
ქართული ენა/მოსწავლე მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკას და ძირითად ენობრივ ფორმებს/.
12. პროექტის ფასილიტატორი: მაია არობელიძე.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: arobelidzemaia@gmail.com
No comments:
Post a Comment